უკრაინის რადამ გაეროს ყირიმის ვითარების შესწავლა სთხოვა

  უკრაინის უმაღლესმა რადამ გაეროს ოფიციალურად მიმართა. რადამ გაეროს, ყირიმში შექმნილი მდგომარეობის დაუყოვნებლივ შესწავლა სთხოვა, – რადას მიმართვის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სის“ რუსული წარმომადგენლობა ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, მიმართვას რადას 250 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
როგორც რადას სხდომაზე ფრაქცია „ბატკივშინას“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბორის ტარასიუკმა განაცხადა, ეს მიმართვა მათ საშუალებას მისცემს გაეროს წევრებისა და რადას მონაწილეობით საერთო სხდომა შედგეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები