გიორგი აბაშიშვილი: ეროვნული ბანკის არც ერთ მიმართულებაზე სამუშაოდ ჩემი კანდიდატურა არ განიხილება

 

არც ერთი ფორმით, ეროვნული ბანკის არც ერთ მიმართულებაზე ჩემი კანდიდატურა სამუშაოდ არ განიხილება – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკის საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

როგორც მან, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აღნიშნა, შერჩევის პროცესი ხანგრძლივი იქნება.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს შეუძლია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურა ერთპიროვნულად დაასახელოს, პრეზიდენტი აქტიურ, გამჭვირვალე კონსულტაციებს აწარმოებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ექსპეტებთან, არასამთავრობო სექტორთან.

“ამ მოცემულობაში და არც სხვა მოცემულობაში, არც ერთი ფორმით, ჩემი კანდიდატურა არ განიხილება ეროვნული ბანკის არც ერთ მიმართულებაზე სამუშაოდ”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები