გლდანში თანადაფინანსების პროექტები აქტიურ ფაზაშია

გლდანის რაიონში თანადაფინანსების პროექტების ფარგლებში, ივლისის თვეში 18 ობიექტზე გადახურვითი სამუშაოები დამთავრდა.

17 მისამართზე 83 360 ლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში ბრტყელი გადახურვა განხორციელდა. მოიხსნა ძველი საფარი, ამოიჭრა დაზიანებული ადგილები, დაისხა ქვიშა-ცემენტის ხსნარი, შეკეთდა მწყობრიდან გამოსული პარაპეტები და დამუშავებულ ადგილებზე ლინოკრომი დაიგო.

ასევე სარაჯიშვილის გამზირზე N 108 კორპუსის ქანობიანი სახურავი შეკეთდა. სახურავის დამჭერი ხის მასალა გამოიცვალა და სახლები თუნუქის მასალით გადაიხურა. ყველა სახლის სახურავის ფართობი ჯამში 8000 კვადრატული მეტრია.

აღნიშნულ მისამართებზე წარმოებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგეობა 2015 წლის ბიუჯეტიდან 80%-ით აფინანსებს, ხოლო, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა პროექტის ღირებულების მხოლოდ 20%-ს იხდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები