დავით ნარმანიამ ,,თბილისი 2015″-ის ოქროსმედალოსანი მზია ბებოშვილი დააჯილდოვა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურთან ერთად “თბილისი 2015”-ის ოქროს მედლის მფლობელი მზია ბებოშვილი დააჯილდოვა – ამის შესახებ “კვირას” დედაქალაქის მერიიდან აცნობეს. “შესანიშნავად იასპარეზეს ქართველმა გოგონებმა. წარმატებები მინდა ვუსურვო თითოეულ მონაწილეს და გულშემატკივარს. ასევე მინდა წარმატებები ვუსურვო იმ სპორტსმენებს, რომლებიც ხვალ და ზეგ იასპარეზებენ და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ არაერთ გამარჯვებას მოვიპოვებთ”,- განაცხადა დავით ნარმანიამ. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სპორტსმენი 52 კილოგრამიან წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა მზია ბებოშვილმა ნახევარფინალში ნასიმა იბრაგიმოვა, ფინალში კი ისე ბურენი დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები