“თელასის” ინფორმაციით, სასამართლოს ელექტრომომარაგების შეწყვეტა შენობის შიდა ქსელის დაზიანებამ გამოიწვია

სააქციო საზოგადოება “თელასის” ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ელექტრომომარაგების შეწყვეტა შენობის შიდა ქსელის დაზიანებამ გამოიწვია.
როგორც “კვირას“ “თელასიდან” აცნობეს, მიუხედავად იმისა, რომ დაზიანება სასამართლოს შიდა ქსელშია, დახმარების მიზნით “თელასის” ტექნიკური სამსახური ავარიის დროულად ლიკვიდაციისთვის სამუშაოებს აწარმოებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ელექტროენერგიის გათიშვის გამო პროცესები შეწყდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები