ფოთის პროკურატურის წარმომადგენლები მოქალაქეებს შეხვდნენ

ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფოთის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, პროკურატურის წარმომადგენლები მოქალაქეებს შეხვდნენ.
პროკურატურის ცნობით, ფოთის საჯარო ბიბლიოთეკის დარბაზში გამართულ შეხვედრაზე, ფოთის რაიონული პროკურორი ალექსანდრე გოგუაძე და რაიონული პროკურატურის პროკურორი რამაზ ხურცია 60-მდე მოქალაქეს შრომითი ტრეფიკინგის საფრთხეებზე ესაუბრნენ და აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის პრევენციაზე მიაწოდეს ინფორმაცია.
საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, მსგავსი ღონისძიებები სხვადასხვა რეგიონში რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. რაიონული პროკურორების მოსახლეობასთან შეხვედრის მიზანს, საზოგადოების ინფორმირებულობა, ტრეფიკინგის საფრთხეების თავიდან აცილება და დანაშაულის პრევენცია წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები