გიორგი მღებრიშვილმა ლევან ბობოხიძის შეწყალების ფაქტს ნაჩქარევი გადაწყვეტილება უწოდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, პრეზიდენტის მიერ უმცირესობის წევრის აკაკი ბობოძიხის ძმის ლევან ბობოხიძის  შეწყალების ფაქტს გამოეხმაურა.
როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სამინისტროსგან შეწყალების კომისიას პატიმარზე ინფორმაცია არ გამოუთხოვია. ამასთან, მინისტრმა აღნიშნულ ფაქტს ნაჩქარევი გადაწყვეტილება უწოდა.
„მე ამ შეწყალებას ვუწოდე ნაჩქარევი გადაწყვეტილება. ამის საფუძველი მქონდა, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული არასრულყოფილი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე. რა თქმა უნდა, მიუღებელია, კომისიას უნდა გამოეთხოვა ჩემგან ინფორმაცია იმის შესახებ, ლევან ბობოხიძე დასჯილი იყო თუ წახალისებული. მას ეს ინფორმაცია არ გამოუთხოვია. ის რეჟიმის დარღვევისთვის დასჯილი იყო“,-განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშილმა რამდენიმე დღის წინ ქუთაისის #2 ციხეში მყოფი ხონის ყოფილი გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია, საპარლამენტო უმცირესობის წევრის, აკაკი ბობოხიძის ძმა ლევან ბობოხიძე, გამგებლის მოადგილე ბესარიონ ჭელიძე და მათთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი პირი შეიწყალა. ინფორმაცია “კვირას“ აკაკი ბობოხიძემ დაუდასტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები