თელავში „ბატონის ციხის“ რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თელავში „ბატონის ციხის“ რეაბილიტაცია დაიწყო.
როგორც „კვირას“რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. მინისტრს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძეც ახლდა.
„ბატონის ციხის“ რეაბილიტაციის პარალელურად, ფონდმა უკვე გამოაცხადა ტენდერი „ბატონის ციხის“ მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. რეგიონული განვითარების პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1,573,000 ლარია.
პროექტის განხორციელების ძირითადი მიზანი ძეგლისთვის პირვანდელი იერსახის შენარჩუნება, კახეთის რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა და ტურიზმის განვითარებაა.
„ბატონის სასახლეს“ რესტავრაცია გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაუტარდა, მაგრამ რიგ შემთხვევებში, მშენებლობის დროს არ იყო გამოყენებული შესაბამისი საშენი მასალები და არ იყო დაცული რესტავრაციის საერთაშორისო სტანდარტები. სწორედ ამიტომ, მუნიციპალური განვითარების ფონდის ძალისხმევით მოხდა არსებული პროექტის კორექტირება, რათა სრულად იქნას დაცული ყველა შესაბამისი სტანდარტი და არ დაირღვეს ძეგლის იერსახე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები