რუსთავში საეჭვო წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტებმა ქალაქ რუსთავში ხორცის სარეალიზაციო ობიექტების მონიტორინგი განახორციელეს.
სააგენტოს ინფორმაციით, შემოწმებისას გამოვლინდა, რომ ორ ობიექტზე (ი/მ ნოვრუზ ხალილოვი,ი/მ არიფ ხოჯაევი) ხორცის რეალიზაცია ფორმა N 2-ის გარეშე ხდებოდა. „სურსათის / ცხოველის საკვების, უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“(66-ე მუხლის მე-3 ნაწილის) თანახმად, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ. საეჭვო წარმომავლობის ხორცი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს ხორცის სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს.

11830875_10153098779404779_1124820048_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები