რუსეთი უკრაინის საზღვართან სამხედრო წვრთნებს ატარებს
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები როსტოვის, ბელგოროდის, ტამბოვისა და კურსკის პოლიგონებზე ინტენსიურ სამხედრო მომზადებას გადიან,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს განცხადებით, სამხედრო წვრთნები მარტის ბოლომდე გაგრძელდება.
ოფიციალური მოსკოვის განმარტებით, წვრთნების მიზანი სამხედრო ძალების შესაძლებლობების შემოწმებაა. სამინისტროს განცხადებით, რუსული მხარე ამოწმებს, თუ რამდენად შეუძლიათ მათი სამხედრო ძალების წარმომადგენლებს უცხო ადგილებსა და აუთვისებელ პოლიგონებზე საბრძოლო ამოცანებს თავი გაართვან. რუსები ასევე დიდი ყურადღებას აქცევენ სამხედროების გადაადგილების ფარულობას.