დეპუტატებმა ოლიმპიურ ფესტივალში გამარჯვებული სპორტსმენები დააჯილდოვეს
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ახვლედიანმა, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ, ასევე ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარემ, ვლადიმერ ძნელაძემ და წარმომადგენლობითი ორგანოს მიწის ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარემ ბექა ნაცვლიშვილმა, ევროპის XIII ახალგაზრდული ფესტივალის „თბილისი-2015“-ის დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს.
საკრებულოს ინფორმაციით, დეპუტატებმა ქართველ და უცხოელ სტუმრებთან ერთად, სპორტის სხვადასხვა სახეობებში გამარჯვებული სპორტსმენები დააჯილდოვეს.
გიორგი ახვლედიანმა და ვლადიმერ ძნელაძემ, ცურვის ორ, კერძოდ, „ბრასის“ და კომპლექსური ცურვის სახეობებში გამარჯვებული სპორტსმენები, ხოლო რიმა ბერაძემ მძლეოსნობაში, 1500 მეტრზე რბენაში გამარჯვებული გოგონები დააჯილდოვეს.
ბექა ნაცვლიშვილმა კი, როგორც სიმაღლეზე, ასევე, სიგრძეზე ხტომაში გამარჯვებულ ვაჟებს გადასცა პრიზი.
ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ შეჯიბრებებსა და დაჯილდოვების ცერემონიალს, წარმომადგენლობითი ორგანოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, ქეთევან ჯოხაძე დაესწრო.
დეპუტატებმა სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცეს და პროფესიულ ასპარეზზე წარმატება უსუვეს. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“ 26 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაიმართება. ფესტივალის პროგრამაში სპორტის 9 სახეობაა ჩართული: ძიუდო, ჩოგბურთი, ცურვა, ფრენბურთი, ველოსპორტი, ტანვარჯიში, ხელბურთი, კალათბურთი და მძლეოსნობა. შეჯიბრში 50 ქვეყნის 4000 სპორტსმენი მონაწილეობს.