დავით ნარმანია: დედაქალაქში არსებული საცობების ფონზე, დამატებითი მეტროსადგურის მშენებლობა ამ უბანს შვებას მისცემს

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობის დაწყება დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ ვაჟა-ფშაველას ბოლო, ასევე უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი საკმაოდ მჭიდროდ დატვირთული უბანია და ახალი მშენებლობები პოლიტკოვსკაიას ქუჩებზე დამატებითი მუნიცაპალური ტრანსპორტის განვითარებას საჭიროებდნენ.
როგორც ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა განუმარტა, დედაქალაქში არსებული საცობების ფონზე, დამატებითი მეტროსადგურის მშენებლობა ამ უბანს შვებას მისცემს.\
მისივე თქმით, მიწისზედა ტრანსპორტი, ერთი მხრივ, ნაკლებად მოსახერხებელია. მეორე ს მხრივ, გადაადგილების, კომფორტის და სისწრაფის თვალსაზრისით მაინცდამაინც განვითარებული არ არის, ამიტომ მისივე შეფასებით, დამატებით ახალი მეტროს მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია.
„30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დაიწყო მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობა და დაკონსერვდა. ახლა მნიშვნელოვანია, გაკეთდეს თანამედროვე მეტროსადგური, როგორც ეს პროექტით არის გათვალისწინებული. ახლა უკვე ჯერი მშენებლობასა და ზედამხედველობაზეა. შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ “უნივერსიტეტის” მშენებლობა ორ წელიწადში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები