ლია ახეჯაკოვა: რამდენი შეურაცხყოფაც არ უნდა მომაყენონ, უკრაინას არ ვუღალატებ
მსახიობმა ლია ახეჯაკოვამ საკუთარი ხელმოწერის შესახებ კომენტირებისას, რომელიც ეხება რუსეთის გადაწყვეტილებას უკრაინის წინააღმდეგ ჯარის გამოყენების შესახებ, განაცხადა, რომ უკრაინას არ უღალატებს. ,,დაე, მომაყენონ შეურაცხყოფა, დაე, ჩამქოლონ, მაგრამ მე, პირადად, უკრაინას არ ვუღალატებ! არავითარ შემთხვევაში, როგორც არ უნდა დამამცირონ“, – განაცხადა მსახიობმა რადიო ,,თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.
,,მეჩვენება, რომ ჩვენ დავბრუნდით საბჭოთა კავშირის იმ დროში, როცა მე ბავშვი ვიყავი და არაფერი არ მესმოდა. მე მხოლოდ შემდეგ, პოსტფაქტუმ შევიტყვე ისეთი საშინელებების შესახებ, რაც ხდებოდა… და ახლა დადგა დრო, როცა კვლავ უნდა გაჩუმდე, როცა თეატრების სცენებზე გაჩნდა ტექსტები, რომელშიც დაფარულია ოპოზიციური აზრები, კვლავ მეტაფორები და აპლოდისმენტები დარბაზში, მშიშრები კი დემონსტრციულად ტოვებენ დარბაზს“,- აცხადებს ლია ახეჯაკოვა.
შეგახსენებთ, რომ სამშაბათს რუსეთის კულტურის სამინისტრომ კულტურის ცნობილ მოღვაწეთა ჯგუფის წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ისინი უკრაინის საკითხთან მიმართებაში მხარს ვლადიმერ პუტინს უჭერენ. ხელმომწერებს შორისა რიან – იური ბაშმეტი, ცერგეი ბეზრუკოვი, თეოდორ ბონდარჩუკი, ვლადიმერ ბორტკო, ვლადიმერ ბოიარსკი, ლევ ლეშჩენკო, პაველ ლუნგინი, მიხეილ პორეჩნიკოვი, ვლადიმერ სპივაკოვი, ოლეგ ტაბაკოვი, ვალენტინა ტალიზინა, გენადი ხაზანოვი, ზურაბ წერეთელი, ნიკოლოზ ცისკარიძე და კარენ შახნაზაროვი.