ალექსი ახვლედიანი: პრეზიდენტსა და პრემიერს ერთი და იგივე სახის მოწვევა ჰქონდა გაგზავნილი

„პრეზიდენტსა და პრემიერს ერთი და იგივე სახის მოწვევა ჰქონდა გაგზავნილი“,-ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპის ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსი ახვლედიანმა განუცხადა და დასძინა, რომ პრეზიდენტიც და პრემიერიც მაღალი რანგის სტუმრები არიან.
როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, მას არ აქვს ინფორმაცია, თუ რატომ ვერ დაესწრო პრეზიდენტი ღონისძიებას.
“საქართველოს პრეზიდენტი იყო მოწვეული ღონისძიებაზე. პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის უფროსს, კარლო ცქიტიშვილს მჭიდრო კავშირი ჰქონდა საორგანიზაციო სამსახურთან. ჩვენ დეტალურად მივაწოდეთ მას გახსნის შესახებ ინფორმაცია.
პირადად მას ვთხოვე, რომ თუ მოიცლიდა პრეზიდენტი და გამონახავდა დროს, შევხვედროდი და დეტალურად ამეხსნა ყველაფერი. რატომ არ ესწრებოდა ღონისძიებას, ვერ გეტყვით, რადგან ეს ჩემთვის უცნობია”, – განაცხადა ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები