“თბილისი 2015”-ის ღონისძიებების დროს რამდენიმე ქუჩა დაიკეტება
ევროპის მე-13 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალ “თბილისი 2015”-თან და ოლიმპიადის ჩატარებასთან დაკავშირებით, თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ოლიმპიური ფესტივალის გახსნის დღეს, 26 ივლისს, 18:20 საათიდან 19:40 საათამდე და 22:00 საათიდან 22:30 საათამდე სრულად დაიკეტება მიხეილ მესხის სახელობის (ყოფილი “ლოკომოტივის”) სტადიონის მიმდებარე ტერიტორია – წერეთლისა და ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთიდან კუს ტბის ასახვევამდე. ამ მიმართულებით მოძრავი #9, 34, 51 ავტობუსების ნაწილი იმოძრავებს სადგურის მოედნიდან ვაკის პარკამდე, ნაწილი კი ბაგების დასახლებიდან – ვაკის სასაფლაომდე.
„რაც შეეხება მიკროავტობუსებს, #32,120,126,170,202 მარშრუტები იმოძრავებს ვაკის პარკამდე, ხოლო #44,73,81,171,195 მარშრუტები ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირიდან თამარაშვილის ქუჩაზე მოძრაობას გააგრძელებს წერეთლის ქუჩის გადაკვეთამდე, უკან თამარაშვილის ქუჩაზე იმოძრავებს დადგენილი სქემით. #4 (მ/ს “300 არაგველიდან”) და #131 (ორთაჭალიდან) მიკროავტობუსები იმოძრავებს ვაკის პარკამდე.
27 ივლისს, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე დაიკეტება აღმაშენებლის ხეივნის მცხეთისკენ მიმავალი მიმართულება, საპირისპირო-მცხეთიდან თბილისში შემომავალ მიმართულებაზე იქნება ორმხრივი მოძრაობა.
28 ივლისს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე დაიკეტება აღმაშენებლის ხეივნის მცხეთისკენ მიმავალი მიმართულება, მცხეთიდან თბილისში შემომავალ მიმართულებაზე კი იქნება ორმხრივი მოძრაობა.
ორივე დღეს აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრავი #14 და # 15 ავტობუსები ჰიპერმარკეტ ,,გუდვილამდე” გადაადგილდებიან დიღმის მასივის გავლით დიდი დიღმის მიმართულებით, დიდი დიღმიდან კი, დადგენილი სქემით.
29 ივლისს, 15:00 საათიდან 19:00 საათამდე დაიკეტება გზა თბილისის ზღვის მიმდებარე ავტომაგისტრალზე – “ოლიმპიური სოფლიდან” “ზღვის უბნის” მიმართულებით.
30 ივლისს, 08:00 საათიდან 19:00 საათამდე სრულად გადაიკეტება თბილისის ზღვის მიმდებარე ავტომაგისტრალი.
ორივე დღეს # 111 ავტობუსი “გადასასველი ხიდიდან” იმოძრავებს “ჯინო ფერედაისის” კომპლექსამდე. #60 ავტობუსი მ/ს-დან “ღრმაღელე”, მუხრანის ქუჩის გავლით, თბილისის ზღვის სასაფლაომდე გადაადგილდება“,- ნათქვამია განცხადებაში.