„აპსნიპრესი“: გაერო მზადაა, აფხაზეთში 15 მილიონის პროექტები დააფინანსოს

  აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის პრეზიდენტმა გაეროს განვითარების პროგრამების მუდმივი კოორდინატორი ნილსა სკოტი მიიღო,- ამის შესახებ ინფორმაციას „აპსნიპრესი“ ავრცელებს.
როგორც აფხაზური მედია იუწყება, ის „პრეზიდენტს“ აფხაზეთში 15 მილიონი დოლარის პროექტების დაფინანსებას დაჰპირდა.
სკოტის განცხადებით, დაფინანსების თანხა შეიძლება გაიზარდოს, თუ აფხაზეთის ხელმძღვანელობა გაეროს დონორ ქვეყნებს პირდაპირ მიმართავს და თუ დაფინანსების თანხის გაზრდის აუცილებლობაში დაარწმუნებს. ანქვაბმა გაეროს წარმომადგენელთან შეხვედრაზე იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელსაც გაეროს მიერ გამოყოფილი თანხებით დააფინანსებს. მისი თქმით, პროექტები სოციალური ხასიათის იქნება.
გაეროს წარმომადგენელი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა იმ ობიექტების მოსანახულებლად მიიწვია, რომელიც რუსეთის დახმარებით აიგო.
“ეს არის რეალური და კონკრეტული დახმარება, ასევე გულწრფელად მინდა, რომ გაეროს დახმარებამაც რეალური კვალი დატოვოს აფხაზეთში “, – განაცხადა ანქვაბმა გაეროს წარმომადგენელთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები