უკრაინული ტელეარხის გადამღები ჯგუფი აფხაზეთიდან გააძევეს

დაკითხვის შემდეგ, უკრაინული ტელეარხის “1+1”-ის გადამღები ჯგუფის აფხაზეთიდან დეპორტაცია მოახდინეს, – ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. მათივე ინფორმაციით, უკრაინელი ჟურნალისტები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებიან და უახლოეს ხანში უკრაინაში ჩავლენ.
“1+1”-ის გადამღები ჯგუფი – ჟურნალისტი ნატალკა პისნია და ოპერატორი სერგეი კისილიოვი აფხაზეთში ყოფნისას, გუშინ სასტუმროდან დასაკითხად უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა უცნობი მიმართულებით წაიყვანეს, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები