პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნული ბანკის შესახებ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ცვლილებებს უარყოფითად აფასებს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნული ბანკის შესახებ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ცვლილებებს უარყოფითად აფასებს.
აბაშიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნებს მუდმივად გამოთქვამდა, ის პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ცვლილებებში არ აისახა.
მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ევროკავშირის წარმომადგენლობას, საერთაშორისო სავალუტო ფონდს, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს და მსოფლიო ბანკს გადაეგზავნება.
„გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შემოვიდა „კანონი ეროვნული ბანკის შესახებ“. დღეს, როდესაც ვეცნობი ამ კანონს, ნათლად ჩანს, რომ ჩვენ მიერ დასმული კითხვებიდან არც ერთზე პასუხი არ არის. პრეზიდენტი ფიქრობს, რომ აღნიშნული ცვლილებები ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. პრეზიდენტი წარმოდგენილ ცვლილებებს ნეგატიურად აფასებს და მოტივირებული შენიშვნების საფუძველეზე ახალი კანონის სამუშაო ვერსიაზე ჩამოყალიბდა. 10 დღის განმავლობაში მე ვუხელმძღვანელებ ამ პროცესს. ჩვენ მიერ შემუშავებული ახალი კანონპროექტი კი, შემდეგ პარლამენტს გადაეგზავნება“, – განაცხადა აბაშიშვილმა.
შეგახსენებთ,რომ პარლამენტამა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები 18 ივლისს დაამტკიცა, რაც ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფას ითვალისწინებს.