გიორგი მარგველაშვილმა აკაკი ბობოხიძის ძმა შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქუთაისის #2 ციხეში მყოფი ხონის ყოფილი გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია, საპარლამენტო უმცირესობის წევრის, აკაკი ბობოხიძის ძმა ლევან ბობოხიძე, გამგებლის მოადგილე ბესარიონ ჭელიძე და მათთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი პირი შეიწყალა. ინფორმაცია “კვირას“ აკაკი ბობოხიძემ დაუდასტურა.
ბობოხიძის თქმით, ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებას, სავარაუდოდ, დღესვე დატოვებენ.
შეგახსენებთ, საქმე, რომელზეც აღნიშნული პირები იხდიდნენ სასჯელს, 2010 წელს ხონის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის გაცემას და საჯარო მოხელეებიდან ყოველთვიურად თანხების აკრეფას ეხებოდა. მათ ბრალად სახელმწიფო ქონების გაფლანგვა ედებოდათ და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.
აკაკი ბობოხიძის ძმა და ხონის ყოფილი გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია  ქუთაისის მეორე საპყრობილეში გარკვეული პერიოდის განმავლობაში პროტესტის ნიშნად შიმშილობდნენ და აცხადებდნენ რომ დანაშაული არ ჩაუდენიათ.
პრეზიდენტმა დღეს 98 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ განაცხადა, პრეზიდენტს ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერა შეწყალების მორიგ აქტს, რომლის შედეგადაც 98 მსჯავრებული შეიწყალა. აქედან, 74 დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს. რაც შეეხება დანარჩენ 24-ს, მათ სასჯელი შეუმცირდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები