„ელექტროენერგიის ტარიფი 3.48 თეთრით გაძვირდა, ეს ნაკლებია, ვიდრე თავის დროზე შემცირდა“

ელექტროენერგიის ტარიფი 3.48 თეთრით გაძვირდა, ეს ნაკლებია, ვიდრე თავის დროზე შემცირდა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს მთავრობა პრემიერს სუბსიდირების მექანიზმებს წარუდგენს, რომელსაც ხვალ მოქალაქეებს გააცნობენ.
„როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, სემეკმა მიიღო გადაწყვეტილება და 3.48 თეთრით გაძვირდა ელექტროენერგია. ეს არის ნაკლები, ვიდრე თავის დროზე შემცირდა. თქვენ იცით, რომ 3.54-ით იყო შემცირებული ტარიფი. დღესვე, ჩემს მოადგილეს დავავალე, მუშაობენ ენერგეტიკის სამინისტროსთან, თბილისის მერიასთან, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროსთან იმაზე, რომ დღეს საღამოს წარვუდგინოთ პრემიერს სუბსიდირების მექანიზმები, რომელსაც ხვალ მოქალაქეებს გავაცნობთ“, – განაცხადა ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები