კახეთში ძლიერმა წვიმამ მოსახლეობა დააზარალა

კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში ძლიერმა წვიმამ მოსახლეობა დააზარალა. წვიმის შედეგად ახაშენის ხევი ადიდდა, სანიაღვრე არხებმა წყალი ვერ გაატარა და ქვაღორღმა სოფელში გამავალი სარკინიგზო მაგისტრალი ჩახერგა. სტიქიამ 10-მდე ოჯახი დაზარალდა.
ამ დროისთვის სახლის პირველი სართულებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა.
სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა სავარაუდოდ დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და კახეთის გუბერნატორი. როგორც გუბერნატორმა, ირაკლი შიოლაშვილმა განაცხადა, ის მოსახლეობის დახმარებას მაქსიმალურად შეეცდება. მისივე თქმით, ამ დროისთვის მობილიზებულია მთლიანად რეგიონის ტექნიკა. თუ რა ზარალი მიაყენა სტიქიამ სოფელ ახაშენს, ზარალის შემსწავლელი კომისიის მუშაობის შემდეგ გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები