ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2556 ლარი გახდა

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2556 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, დღეიდან, ერთი დოლარის შეძენა 2.2556 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.2572 ლარს შეადგენდა.
ახალი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.4636 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.4511 ლარს შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები