ჯაბა ჯიშკარიანის სამაჟორიტარო ბიურო ახალ მისამართზე გადავიდა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის – ჯაბა ჯიშკარიანის სამაჟორიტარო ბიურო ახალ მისამართზე – სულხან-საბას N1-ში მდებარეობს. ოთხშაბათის ტრადიციული მიღება დეპუტატმა დღეს ახალ მისამართზე გამართა.
მოქალაქეებმა დეპუტატს, ძირითადად, სოციალური, ინფრასტრუქტურული, საცხოვრებელი ფართების დაკანონების, მედიკამენტების დაფინანსების, რიგ საკითხებზე კონსულტაციებისა და შუამდგომლობების გაწევის თხოვნებით მიმართეს.
ჯაბა ჯიშკარიანმა, ტრადიციისამებრ, ყველა მოქალაქეს პირადად მოუსმინა, გაესაუბრა მათ, კონსულტაცია გაუწია და თავისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა. კონკრეტულ საკითხებზე შუამდგომლობების განხორციელება და მოქალაქეთა დახმარება უშუალოდ მიღებისას მოხდა.
„მთაწმინდის რაიონის დეპუტატის სამაჟორიტარო ბიურო ახალ მისამართზე – სულხან – საბას N1-ში მდებარობს. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მობრძანდეს და საკუთარი პრობლემები გაგვაცნოს.
ჩვენ ვეხმარებით და მომავალშიც დავეხმარებით ჩვენს თანამოქალაქეებს მათთვის პრობლემატური საკითხების მოგვარებაში და ვუწევთ შუამდგომლობებს აბსოლუტურად ყველა ინსტანციასთან“, – განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.