ბლატერთან ხუმრობა ბრიტანელ კომედიანტს არ შეარჩინეს

ფიფას წარმომადგენლების სარჩელის საფუძველზე, ლონდონში ცნობილი კომედიანტი სიმონ ბროდკინი დააპატიმრეს.

19 ივლისს მომხდარი ფაქტის გამო მის წინააღმდეგ საქმე შვეიცარიის სასამართლოში აღიძრა.

ბროდკინმა ფიფას პრეზიდენტს, ზეფ ბლატერს პირდაპირ ეთერში გამოსვლის დროს დოლარები თავზე დააყარა. ინციდენტის შემდეგ ის დარბაზიდან გააძევეს, თუმცა ფიფა ამით არ დაკმაყოფილდა და ბროდკინის წინააღმდეგ საქმის აღძვრა მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები