ნიუ-იორკში ძლიერი ყინვის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
ნიუ-იორკში ძლიერი ყინვის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ნიუ იორკის მერმა, ზოჰრან მამდანმა განაცხადა.
მისი თქმით, 1400 ადამიანი თავშესაფრებსა და უსაფრთხო ადგილებშია განთავსებული.
„ჩვენს ქალაქში ანტარქტიდის ზოგიერთ ნაწილზე უფრო დაბალი ტემპერატურა იყო. დაღუპულთა საერთო რაოდენობა ამჟამად არის 18. ყოველი დაკარგული სიცოცხლე ტრაგედიაა. ვიდრე ტემპერატურა მოიმატებს, გთხოვთ ამ ოთახსა და მის გარეთ მყოფებს, გააგრძელოთ უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება. იყავით უსაფრთხოდ, დარჩით სახლში და გთხოვთ, გავაგრძელოთ ერთმანეთზე ზრუნვა“, – განაცხადა ნიუ-იორკის მერმა.