მაკრონმა ევროპელ ლიდერებს რუსეთთან დიალოგის განახლება შესთავაზა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ევროპელ ლიდერებს რუსეთთან დიალოგის განახლება შესთავაზა.

„ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა არ შეიცვლება, მოგვწონს თუ არა რუსეთი – ის ხვალაც აქ იქნება. ის ჩვენს საზღვრებთანაა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რუსეთთან ევროპული დისკუსიების განახლება გულუბრყვილობის, უკრაინელებზე ზეწოლისა და ამ დისკუსიებში მესამე მხარეებზე დამოკიდებულების გარეშე, სტრუქტურირებული იყოს. სწორედ ამიტომ, რამდენიმე ევროპელ კოლეგას დიალოგის განახლება შევთავაზე“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ზოგიერთმა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ ამ ეტაპზე თავიანთი დიპლომატიური მრჩევლები რუსეთში არ გაგზავნონ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ევროპას „მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილის“ შენარჩუნება სურს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები