ბელარუსი წლის ბოლომდე საკუთარი საბრძოლო მასალის წარმოების დაწყებას გეგმავს
ბელარუსმა წლის ბოლომდე მობილური საბრძოლო მასალის საკუთარი წარმოება უნდა დაიწყოს,- ამის შესახებ პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ, შეიარაღებული ძალების აღჭურვისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც ბელარუსის ლიდერმა აღნიშნა, ახალი წარმოება ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ვაზნების და სხვა საბრძოლო მასალის ადგილობრივად უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
“მომავალ წელს, თუნდაც მიმდინარე წლის ბოლომდე, ჩვენ უნდა გვქონდეს საკუთარი, გამოსაყენებელი საბრძოლო მასალა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
პრეზიდენტის თქმით, პროექტი უკვე განხორციელების ეტაპზეა.
ბელარუსის ოფიციალური პირები ასევე აღნიშნავენ, რომ წარმოების პროცესში, შესაძლოა, უცხოური ტექნოლოგიური მხარდაჭერაც გამოიყენონ, მათ შორის ჩინეთიდან და რუსეთიდან.