ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით დღეს ჩავა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი დღეს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავა. მედიის ინფორმაციით, ვიცე-პრეზიდენტის პრესსპიკერმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ ჯეი დი ვენსი აზერბაიჯანს 10–11 თებერვალს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში, ჯეი დი ვენსს თან ახლავს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეკონომიკურ საკითხებში ჯეიკობ ჰელბერგი.

ცნობისთვის, ჯეი დი ვენსი ამჟამად სომხეთში იმყოფება, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ვიზიტის დროს, აშშ-მა და სომხეთმა ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ შეთანხმება გააფორმეს, რომელსაც ხელი ჯეი დი ვენსმა და ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები