ჟერარ დეპარდიე უკრაინაში „შავ სიაში“ მოხვდა

 

ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე, რომელიც უკვე რამდენიმე წელია რუსეთში ცხოვრობს, უკრაინაში ე.წ. შავ სიაში მოხვდა. ამიერიდან დეპარდიეს სახელის ხსენება უკრაინულ მედიაში იკრძალება, ხოლო კინოფილმებს მისი მონაწილეობით კინოჩვენებიდან ამოიღებენ.

მთლიანად „შავ სიაში“, რომელიც უკრაინის კულტურის სამინისტრომ შეადგინა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კულტურისა და ხელოვნების 600 მოღვაწე ირიცხება.

ჟერარ დეპარდიე „შავ სიაში“, რომელშიც უკრაინას მისი უსაფრთხოებისთვის საშიში პირები შეჰყავს, მსახიობის მიერ წარმოთქმული სიტყვების გამო მოხვდა: „მე მიყვარს რუსეთი და მიყვარს უკრაინა, რომელიც მისი ნაწილია“,- განაცხადა დეპარდიემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები