განო მელითაური: კოტე თოლორდავა „კაიფში არ გაპარულა“

„კოტე თოლორდავა „კაიფში არ გაპარულა“, ის ინფარქტით გარდაიცვალა“,-აღნიშნული ინფორმაცია რუსეთიდან მიღებული ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით კოტე თოლორდავას მეუღლემ განო მელითაურმა და მეგობრებმა დღეს გაავრცელეს.
როგორც ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში გამართულ პრესკონფერენციაზე კოტე თოლორდავას მეუღლემ განო მელითაურმა განაცხადა, სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინეს, რომლის თანახმად კოტე თოლორდავა გარდაცვლილია მიოკარდიომის ინფარქტით, რასაც მოჰყვა ჰიპერტონია, ფილტვებისა და ტვინის შეშუპება. გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ კოტე თოლორდავას გარეგანი დაზიანებები სხეულზე არ აღენიშნებოდა. არ ჰქონდა ნაკაწრი, ნაჩხვლეტი და რაიმე სახის სხვა დაზიანებები. „კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან სამ თვეზე მეტი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში კოტე თოლორდავას „კაიფში გაპარვის“ შესახებ ბინძური ჭორები ვრცელდებოდა. „კოტე თოლორდავა იყო ჩემი, მისი მეგობრების და სრულიად საზოგადოების, ვინც მას პატივს სცემდა, მის შემოქმედებას. კოტე თოლორდავა „კაიფში არ გაპარულა“ და ის ინფარქტით გარდაიცვალა. მინდა გაიგოს ყველამ და მე მეამაყება, რომ თავის დროზე, კოტე თოლორდავამ იპოვა ძალა საკუთარ თავში და დაძლია სენი. ასევე, სხვებსაც შეუძლიათ მოიკრიბონ ძალისხმევა და დაძლიონ ეს სენი“, – განაცხადა განო მელითაურმა. თოლორდავას მეუღლესთან ერთად ექსპერტიზის დასკვნის პასუხები საზოგადოებას მოზარდ-მაყურებელთა თეატრში ტელეწამყვანმა ეკა ხოფერიამ, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დიმა ღვთისიაშვილმა და მსახიობმა ლევან ყოჩიაშვილმა წარუდგინეს. მსახიობი კოტე თოლორდავა მოსკოვში 11 აპრილს სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. მსახიობი რუსეთის დედაქალაქში ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები