დიმიტრი იაროშმა ახალი უკრაინული რევოლუცია დააანონსა

უკრაინის რადიკალური ორგანიზაცია „მემარჯვენე სექტორის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი იაროშმა კიევში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ „უკრაინის რევოლუციის ახალი ეტაპი იწყება“.
კიევში, მაიდანზე გამოსვლისას იაროშმა აღნიშნა, რომ „მემარჯვენე სექტორი“ დისციპლინირებული რევოლუციური ძალაა, რომელიც ამ მიტინგით რევოლუციის ახალ ეტაპს იწყებს. იაროშის ამ სიტყვებს შეკრებილები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრმა ალექსეი პუშკოვმა განაცხადა, რომ იაროში და მისი თანაგუნდელები უკრაინაში ახალ რევოლუციას ამზადებენ, რომლის მიზანი პეტრო პოროშენკოს გადაყენებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები