თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

დღეს სამგორის რაიონის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება. “ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი სამგორის რაიონში მდებარე გაზგამანაწილებელ პუნქტში ჩასატარებელი სარეკონსტრუქციო სამუშაოებია.
22 ივლისს, 10.00-დან 17.00 საათამდე ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება აეროდრომის I, II, III, IV და VI ქუჩებს; მესამე მასივის IV, VI, VII, VIII კვარტლებს; შუამთის ქუჩის # 3, 8, 15 კორპუსებს; კალოუბნის ქუჩის “ა-ბ” 4, 7, 14 შენობებს; ჯავახეთის ქუჩის # 2, 4, 6, 8 და 10 კორპუსებს; კახეთის გზატკეცილის # 1, 7, 10, 17, 19, 21, 36, 36-ა, 36-ბ, 36-ვ, 44, 46, 48 და 50 შენობებს; წულუკიძის ქუჩის # 6 და 11 კორპუსებს; შანდორ პეტეფის ქუჩის # 1-ში მდებარე შენობებს; ჯავახეთისა და წულუკიძის ქუჩების მოსახლეობას; თრიალეთის ქუჩაზე მდებარე # 117 საჯარო სკოლას; შსს-ს შენობას; შპს “ალფა-მოტორსსა” და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კომერციულ ობიექტებს (სულ – 4000-მდე აბონენტს).
“შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მიუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები იქონიონ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ- თბილისი” პასუხისმგებელი არ არის”, – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები