უკრაინელი ჟურნალისტები აფხაზეთში გაიტაცეს
აფხაზეთში უკრაინული ტელეარხის “1+1”-ის გადამღები ჯგუფი დაიკარგა,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც ტელეკომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, გადამღებ ჯგუფთან კავშირი გუშინ საღამოს მას შემდეგ გაწყდა, რაც ჟურნალისტები სასტუმროდან დასაკითხად უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა უცნობი მიმართულებით წაიყვანეს.
„გვაქვს ყველა საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ჩვენი გადამღები ჯგუფი გაიტაცეს, ტელეკომპანია „1+1“ ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინელი ჟურნალისტების უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით. ტელეკომპანია რუსეთისა და აფხაზეთის ხელისუფლებას სიტუაციის გასარკვევად მიმართავს“,- აღნიშნულია ტელეკომპანიის განცხადებაში.