რუსებმა ყირიმის საჰაერო სივრცეზე სამეთვალყურეო სისტემა გათიშეს

  ყირიმში რეფერენდუმისთვის მზადების პარალელურად, ავტონომიის ტერიტორიაზე რუსი სამხედროები ახალ უკრაინულ ბაზებს იკავებენ. გასულ ღამეს გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ისინი ბახჩისარაიში მდებარე სამხედრო ბაზას ძარცვავენ და ტერიტორიიდან შეიარაღება გააქვთ. რუსმა სამხედროებმა რამდენიმე საათის წინ ყირიმის საჰაერო სივრცეზე სამეთვალყურეო სისტემაც გათიშეს. საგანგებო განცხადებას ავრცელებენ ეუთოს წარმომადგენლები. ისინი ადასტურებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყირიმში შესვლა ვერ მოახერხეს, საკონტროლო – გამშვებ პუნქტებზე დიდი რაოდენობით რუსი სამხედროები შენიშნეს.
პარალელურად, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს ცნობას, რომ დღეს არმიის მობილიზაცია გამოცხადდება. მისი თქმით, დღეიდან ეროვნული გვარდიის საგანგებო რეზერვი 20 ათასი სამხედროთი შეივსება. ისინი მზად იქნებიან ქვეყანაში მშვიდობის დასაცავად და ერთიანობის შენარჩუნებისთვის საბრძოლველად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები