„2013-2014 წლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვერ, ან არ დაამყარა ფულის მასაზე სათანადო კონტროლი“

ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი მიხეილ დუნდუა ფეისბუქის პირად გვერდზე დიაგრამას აქვეყნებს და განმარტავს, რომ, აშშ-ს ფედერალური ბანკისაგან განსხვავებით, 2013-2014 წლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვერ, ან არ დაამყარა ფულის მასაზე სათანადო კონტროლი.
“დიაგრამაზე თვალნათლივ ჩანს, რომ აშშ-ს ფედერალური ბანკისაგან განსხვავებით 2013-2014 წლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვერ, ან არ დაამყარა ფულის მასაზე სათანადო კონტროლი.
ლარის მიწოდება მკვეთრად და არაადეკვატურად აღემატება ნომინალური ეკონომიკის ზრდას, რაც ფულის ბრუნვის სიჩქარის მკვეთრ ვარდნაში გამოიხატა (ფულის ბრუნვის სიჩქარე = ნომინალური მშპ /ფულის მასასთან (M2)). ლარის ჭარბმა მიწოდებამ სტიმული მისცა უცხოური ვალუტის შესყიდვას და, საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანწილად განაპირობა ლარის დევალვაცია. თვალსაჩინოებისათვის, 2013 და 2014 წლებში ლარის მკვეთრი დევალვაცია დეკემბრის თვეში განხორციელდა, სწორედ მაშინ, როცა ფულის ბრუნვის სიჩქარე, მკვეთრი ვარდნით, ისტორიულ მინიმუმზე დაფიქსირდა“, – წერს მიხეილ დუნდუა ფეისბუქის პირად გვერდზე.

11759518_389820634557459_1983349603_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები