პუტინი: უკრაინა საბჭოთა კავშირიდან ყველა წესის დაცვით არ გასულა
უკრაინა საბჭოთა კავშირიდან ყველა წესის დაცვით არ გასულა, – ეს განცხადება ვლადიმერ პუტინმა ყირიმელი თათრების ლიდერთან საუბრისას გააკეთა. ინფორმაციას თავად მუსტაფა ჯემილევი ავრცელებს. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი თვლის, რომ უკრაინის მიერ საბჭოთა კავშირის დატოვება საბჭოთა კანონების გაუთვალისწინებლად მოხდა.
ჯემილევს ვლადიმერ პუტინი რეფერენდუმის შემდეგ ყირიმელი თათრების მდგომარეობისა და პირობების გაუმჯობესებასაც დაჰპირდა.
გავრცელებულ ცნობასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურში კომენტარს არ აკეთებენ.