ბელორუსი უკრაინის ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა

   უკრაინის ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ბელორუსი მზადყოფნას გამოთქვამს,- ამის შესახებ ინფორმაციას “ბი-ბი-სის” ქვეყნის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს კომენტარზე დაყრდნობით ავრცელებს. „ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, მინსკი თანახმაა მეზობელ სახელმწიფოს ჰუმანიტარული დახმარებაც გაუწიოს. როგორც ლუკაშენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელორუსი უკრაინას იმდენ ენერგორესურსს აწვდის, რამდენიც საჭიროა და მისი ეს პოზიცია არანაირად არ არის მოსკოვთან კოორდინირებული. “ჩემზე ზეწოლას არავინ ახორციელებს, არავითარი “კრემლი” და სხვები არასოდეს ჩემზე ზეწოლას არ ახორციელებენ”, – დასძინა ლუკაშენკომ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები