მთავრობის კანცელარიასთან ლექსო მაჭავარიანი დააკავეს

მთავრობის კანცელარიასთან მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ლექსო მაჭავარიანი, დააკავეს.

მაჭავარიანის დაკავება მაშინ მოხდა როდესაც მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები მანქანიდან სპეციალური აპარატურის გადმოტანას ცდილობდნენ. საპატრულო პოლიციამ მას ტერიტორიიდან მანქანის გაყვანა მოსთხოვა.

რუსეთის ანექსიის პოლიტიკის გაპროტესტება დღეს, 6 საათზეა დაგეგმილი. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს ლექსო მაჭავარიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 -ე მუხლით არის დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები