ქალბატონმა ყოფილ საყვარელს სასქესო ორგანო მოაჭრა

    ქალმა ყოფილ შეყვარებულს პენისი მოაჭრა და ჩაქუჩით მოკლა მას შემდეგ, რაც მამაკაცმა ის გააუპატიურა, მათი ქალიშვილი სცემა, შანტაჟი მოუწყო და ახალი მანქანისთვის 28 000 დოლარის გადახდა მოსთხოვა. როგორც ჰონგკონგის სასამართლომ მოისმინა, ჩინელი იეუნგ კი თავს დაესხა ახლა უკვე დაოჯახებულ, დიდი ხნის წინანდელ საყვარელს – ზოუ ჰუის მას შემდეგ, რაც მას სუპში გარეული ნარკოტიკი აჭამა. იეუნგ კიმ სასამართლოში განაცხადა, რომ მან ყოფილ საყვარელს პენისი მოაჭრა და შემდეგ მოკლა. ის ასევე იმუქრებოდა, რომ თუ ქალბატონი მას ფულს არ გადაუხდიდა, იგი მის შიშველ ფოტოებს ინტერნეტში გამოაქვეყნებდა.
ქალბატონის თქმით, მან პიანინოს მასწავლებელი ზოუ ჰუისი 2006 წელს გაიცნო, როდესაც პირველ მეუღლეს დაშორდა. ქალბატონმა მამაკაცს ფული ასესხა, რომელიც მას აღარ დაუბრუნებია. როდესაც ქალბატონმა ზოუ ჰუისთან ურთიერთობა გაწყვიტა, უკვე ორსულად იყო. მამაკაცმა მას აბორტის გაკეთება მოსთხოვა, თუმცა ქალმა უარი განუცხადა.
მათი ურთიერთობა 2012 წელს ისევ აღდგა, როდესაც ზოუმ დაურეკა ქალბატონს და უთხრა, რომ ის მას ძალიან ენატრებოდა. იეუნგ კიმ სასამართლოს განუცხადა, რომ ბოლო სტუმრობის დროს მამაკაცმა ის და მათი 4 წლის ქალიშვილი სასტიკად სცემა. მას სტრიპტიზის ცეკვა აიძულა და შემდეგ ძალადობით სექსი აიძულა. შვილს კი სცემა და სექსის განმავლობაში აივანზე ჰყავდა გამომწყვდეული. ქალმა მეორე დღეს ქალიშვილი სოციალური დაცვის დეპარტამენტში წაიყვანა და აღიარა დანაშაული, რომ მან ყოფილ საყვარელს პენისი მოაჭრა და შემდეგ ჩაქუჩით მოკლა. მისივე თქმით, ის მკვლელი არ არის, უბრალოდ პროვოცირების ქვეშ იყო. რა განაჩენს გამოუტანენ ქალბატონს, ჯერჯერობით უცნობია. ამჟამად სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები