ფოთის რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალმა პატარა, მაგრამ ყველაზე ობიექტურ მაყურებელს უმასპინძლა – ვიდეო

დღეს, ფოთის თეატრი ყველაზე პატარა, მაგრამ ყველაზე აქტიურ, საინტერესო და ობიექტურ მაყურებელს, ბავშვებს მასპინძლობდა. ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა ფესტივალის ფარგლებში სპექტაკლი „უსამართლო ლომი“ წარმოადგინა.
სპექტაკლის იდეაფიქსი ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებაა. წარმოდგენა შერეული პლანითაა წარმოდგენილი თოჯინები და ცოცხალი გათამაშება. ინსცენირების ავტორი დალი თედორაძე, დამდგმელი რეჟისორი კობა ფაცურია, რეჟისორის თანაშემწე ნინო მუხაშარია, დამდგმელი მხატვარი მარინა ფრანგიშვილი, მუსიკალური გამფორმებელი ამირან ანთაძე, სიმღერების ტექსტის ავტორი დალი თედორაძე. სპექტაკლში მონაწილეობენ: მეზღაპრე – ია გოგიბერიძე, გოგონა – გურანდა თოდრია, მაიმუნი – ირმა მგელძე, ლომი – თამაზ ჩახვაძე, მელია – მანანა გოგიტიძე. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალის იდეის ავტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძეა, ფესტივალის დირექტორი ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი თენგიზ ხუხიაა. ფესტივალი „კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი დღეს“ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება. ფესტივალში მონაწილეობას იღებენ, როგორც საქართველოს რეგიონალური, ასევე იტალიის, ბელორუსიის, პოლონეთის ქვეყნების თეატრები. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნების თეატრებს შორის ურთიერთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და დამეგობრებას. უცხოური თეატრის დასის წარმომადგენლები საზოგადოებას არა მარტო გააცნობენ საკუთარ შემოქმედებას, არამედ მათ ექნებათ საშუალება მოინახულონ და უკეთ გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობებსა დ ქართულ კულტურას. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, ფესტივალს ყოველწლიური სახე მიეცემა.

11750013_883313215051065_587976023_o

11751407_883313378384382_1645439300_o

11768737_883313158384404_1895623365_o

11770182_883313345051052_995387221_o

11770209_883313415051045_736258351_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები