სერგეი ბეზრუკოვი: დიახ, მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია!

   „ყირიმელებს სრული უფლება აქვთ, საკუთარი მოსაზრება გამოხატონ რეფერენდუმზე და გადაწყვიტონ, სურთ თუ არა რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნება“, – ამის შესახებ რუსმა მსახიობმა სერგეი ბეზრუკოვმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„მეკითხებიან, ხელი მოვაწერე თუ არა უკრაინასა და ყირიმში ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის პოლიტიკის მხარდამჭერ წერილს. დიახ, მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია. ძალიან მიყვარს უკრაინა, ყირიმი. თუ ახლა უკრაინაში პოლიტიკურ-საზოგადოებრივი სიტუაცია ისე ვითარდება, რომ ყირიმელებს შეუძლიათ გადაწყვიტონ, უნდათ თუ არა რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნება. ვფიქრობ, მათ სრული უფლება აქვთ, თავიანთი მომავლის ბატონ-პატრონები იყვნენ. პირველად 60 წლის განმავლობაში ყირიმელებს ჰკითხეს საკუთარი აზრი და თავს არ ახვევენ სხვის ნებას. ასე რომ, მიეცით მათ საშუალება, თავად გასცენ ამ შეკითხვას პასუხი“, – წერს სერგეი ბეზრუკოვი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები