ქართველი რეჟისორის ფილმის „წაშალე მეგობრები“ შემოსავალმა 50 მილიონ დოლარს გადააჭარბა
ქართველი რეჟისორის ლევან გაბრიაძის და პროდიუსერ ტიმურ ბეკმამბეტოვის დესკტოპ ტრილერმა -„წაშალე მეგობრები“ საშინელებათა ჟანრის მოყვარულთა ყურადღება ტრეილერის გამოჩენისთანავე მიიქცია. კინოთეატრებში „კავეა“, „ამირანი“, „რუსთაველი“ და „აპოლო“ ფილმის პრემიერა 2 დღის წინ შედგა. მისი ბიუჯეტი 1 000 000 დოლარს შეადგენს,ხოლო მსოფლიო გაქირავებიდან მიღებულმა შემოსავალმა უკვე 50 000 000 დოლარს გადააჭარბა. „წაშალე მეგობრები“ გადაღებულია ინოვაციურ ჟანრში და მოქმედება მთავარი მოქმედი გმირის კომპიუტერის ეკრანზე ვითარდება, რომელიც მეგობრებს “SKYPE” და “FACEBOOK”-ის მეშვეობით ეკონტაქტება.
ფილმის თანაპროდიუსერია ჯეისონ ბლუმი, რომელმაც შექმნა ისეთი პროექტები, როგორებიცაა პარანორმალური მოვლენების ფრანჩიზა; ასტრალის ტრილოგია და სხვა საშინელებათა ჟანრის ყველაზე პოპულარული ფილმები. ქართველი რეჟისორის ნამუშევარმა „წაშალე მეგობრებმი“ კანადაში კინოფესტივალზე „FANTASIA” სპეციალური ჯილდო მიიღო ნომინაციაში „ყველაზე ინოვაციური ფილმი“. 2015 წლის მარტში ფილმი „წაშალე მეგობრები“ აჩვენეს კინოფესტივალზე „SOUTH BY SOUTH WEST” (ტეხასი, აშშ), ხოლო 4 აპრილს ფილმი წარადგინეს მსოფლიოში ცნობილ სამეციერო-ფანტასტიკური და კომიქსების ფესტივალზე „WONDERCON”(კალიფორნია, აშშ) ჩვენებამ პოზიტიური გამოხმაურების ახალი ტალღა გამოიწვია, არა მხოლოდ მაყურებლების, არამედ კინოკრიტიკოსების მხრიდან. 2015 წლის იანვარში გამოჩნდა „წაშალე მეგობრები“ – ს საერთაშორისო ტრეილერი, რომელიც Twitter-ის ისტორიაში ყველაზე პოპულარული ტრეილერი გახდა. მხოლოდ ერთ დღეში 14 იანვარს,მომხმარებლებმა 261941-ჯერ გამოაქვეყნეს ინფორმაცია ფილმის და ტრეილერის შესახებ. ტრეილერის ჩვენებებმა კი 20 000 გადააჭარბა და წინა რეკორდსმენი ფილმის „გრეის 50 ელფერის“ რეკორდი მოხსნა. დღესდღეობით ტრეილერს 10 000 000-ზე მეტი ჩვენება აქვს და რამდენიმე ასეული სამოყვარულო პაროდია. რეჟისორი ლევან გაბრიაძე: კულტურული განსხვავების მიუხედავად, ინტერნეტში ჩვენ ყველა ერთნაირი მომხმარებლები ვართ.ვიყენებთ ერთიდაიგივე პროგრამებს, სისტემებს, საიტებს და სოციალურ ქსელებს. აქედან გამომდინარე, ამ ფილმს არ აქვს ტერიტორიული საზღვრები. არ აქვს მნიშვნელობა საიდან ხართ, ამერიკიდან, რუსეთიდან, საქართველოდან თუ იაპონიიდან, ჩვენ ყველას ერთნაირი დესკტოპი გვაქვს.