პატიმარს აკრძალული ნივთები აღმოაჩნდა
აკრძალული საგნის შენახვა-ტარების ფაქტზე მსჯავრდებულებს ბ.ც.-სა და მ.ი.-ს, ასევე ბრალდებულ ა.დ.-ს ბრალი წარედგინა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 12 თებერვალს, ბრალდებულ ა.დ-ს, სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში ეტაპირებისას, საბადრაგო სამმართველოს თანამშრომლებმა სრული შემოწმება-დათვალიერების დროს მჭრელი და ბასრი აკრძალული ნივთი – დაშლილი ერთჯერადი სამართებელი აღმოუჩინეს. დაშლილი ერთჯერადი სამართებელი ჩამოართვეს სხვადასხვა დროს N8 დაწესებულების თანამშრომლებმა თვითდაზიანების მიყენების ფაქტების შემდეგ მსჯავრდებულებს ბ.ც.-სა და მ.ი.-ს. ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.