ღაზას სექტორში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სულ მცირე, 105 ადამიანი დაიღუპა
ღაზას ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, სულ მცირე 105 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 356 დაშავდა.
სამინისტროს ცნობით, ბოლო დღეს დაღუპულთაგან შვიდი ჰუმანიტარული დახმარების მოლოდინში გარდაიცვალა.
ისრაელმა იერიში მიიტანა რადიკალური დაჯგუფება “ჰუსიტების” ინფრასტრუქტურაზეც. აფეთქებები იყო იემენის პორტებსა და ელექტროსადგურზე.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ვითარებაზე სასაუბროდ შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპთან შესახვედრად გაემგზავრა.
გავრცელებული ცნობით, ომის დაწყებიდან ღაზაში 57 523 ადამიანი დაიღუპა და 136 617 დაიჭრა.