ეროვნულ სატყეო სანერგე მეურნეობაში ნამყენ ნერგებს გამოიყვანენ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის ინიციატივით, ეროვნულ სატყეო სანერგე მეურნეობაში ნამყენი ნერგების, კერძოდ კაკალნაყოფიანი სახეობების – ნუშის, კაკლის, წაბლის და სხვ. გამოყვანა მოხდება.
მეურნეობაში 4.000-მდე ნერგი უკვე დაითესა.
ინიციატივა სამთავრობო პროგრამის – “დანერგე მომავალი” მხარდაჭერას ითვალისწინებს.
ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე განთავსებულ ნუშის სანერგეში შემოტანილ იქნა ევროპაში ცნობილი კულტურული ნუშის სხვადასხვა ჯიშის სამყნობი კალმები: მონტერეი, ნონპერლე, კარმელი.
ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის თანამშრომლებმა სპეციალურად მოწვეულ სასოფლო კოოპერატივის „რ.კ.- ნიქოზის’’ წევრებთან ერთად დაამყნეს ნუშის ნერგები.