შსს-ს ექსპერტ-კრიმინალისტებს ჯორჯიის შტატის საგამოძიებო ბიუროს ექსპერტებმა სერტიფიკატები გადასცეს – ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, შსს-ს საექსპერტო მთავარი სამმართველოს ექსპერტ-კრიმინალისტებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა.
შსს-ს ინფორმაციით, ექსპერტ-კრიმინალისტებმა გაიარეს სწავლება სახელწოდებით „შემთხვევის ადგილის დათვალიერების ზოგადი კურსი“. ხუთდღიან ტრენინგში საქართველოს მასშტაბით მომუშავე ოცმა ექსპერტ-კრიმინალისტმა მიიღო მონაწილეობა. ტრენინგი აშშ-ს საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) პროგრამის ორგანიზებით ჩატარდა.
ტრენინგი აშშ-ს ჯორჯიის შტატის საგამოძიებო ბიუროს ექსპერტებმა ჩაატარეს. ქართველმა ექსპერტ-კრიმინალისტებმა აიმაღლეს კვალიფიკაცია ნივთმტკიცებათა აღმოჩენის, დაფიქსირების და ამოღების, შემთხვევის ადგილის დაცვის კუთხით. სწავლების ფარგლებში გაიმართა ფეხსაცმლის და საბურავის კვალის ამოღების მეთოდების შესწავლაც. ექსპერტები ასევე გაეცნენ კრიმინალისტიკის თანამედროვე ტექნოლოგიებს. ტრენინგის მსვლელობისას გაიმართა სწავლება „შემთხვევის ადგილის ფოტოგრაფირება“. შსს-ს საექპერტო მთავარი სამმართველო აშშ-ს ჯორჯიის შტატის საგამოძიებო ბიუროსთან აქტიურად თანამშრომლობს და ქართველი კრიმინალისტები მსგავს სწავლებებში და გაცვლით პროგრამებში პერმანენტულად მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები