ზურა ქადაგიძე ანდრო ბარნოვის პრესკონფერენციაზე შეიჭრა – ვიდეო

ყოფილ გუბერნატორ ანდრო ბარნოვსა და „ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელს ზურა ქადაგიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ქადაგიძე „პირველის პრესკლუბში“ იმ დროს შეიჭრა, როდესაც ანდრო ბარნოვი პრესკონფერენციას მართავდა.
ბარნოვი მას ცირკის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა, ქადაგიძე კი მისგან გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით პასუხებს ითხოვდა.
„ტაკიმასხარა და ცირკაჩი ხარ. პოლიტიკური რეზერვი ხარ. კოდორი სად არის, გეკითხები?! სად არის 140 სოფელი, რუსის ჯარი რომ დგას აქ, 40 კილომეტრში“,- მიმართა ანდრო ბარნოვს ზურაბ ქადაგიძემ, რაზეც ბარნოვმა მას ცირკის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
„რა ამბავია, ვერ გავიგე, რას მომივარდი. ცირკი ეს არის, დაასრულეთ ცირკი. დაჯდა სკამზე და კაცი გგონია თავი“,- მიმართა ბარნოვმა ქადაგიძეს.
ინციდენტის ამოწურვის შემდეგ ბარნოვმა მომხდართან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა.
„აშკარად არის ვიღაცა, რომელიც შემოვიდა და რაღაცას მაიმუნობს. რა გითხრათ ამაზე. მან თუ არ იცის, რა მოხდა კოდორში, კი, ბატონო, ვეტყვი, 2008 წელს კოდორი რუსებმა, სამწუხაროდ, ძალიან, დაიპყრეს. რას მეკითხება, ვინ არის ეს რა უნდა? ეს რა მარაზმია“,- განუცხადა ბარნოვმა ჟურნალისტებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ასევე ზურა ქადაგიძემაც.
„გავიგე, რომ ბატონი ტაკიმასხარა ბრძანდებოდა აქ. ადამიანმა, რომელმაც სასაზღვრო პოლიციელს მიაყენა შეურაცხყოფა, რომელ მორალზეა საუბარი. თუ მაგარი ბიჭია, გადავიდეს იქით და იმათ მოსთხოვონ, დროშა რატომ ჩამოხსნეს“,- განაცხადა ქადაგიძემ.
შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი ანდრო ბარნოვი გუშინ იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს სახელმწიფო დროშა ჩამოხსნეს. ბარნოვმა აღნიშნული ფაქტი გააპროტესტა, ადგილზე მყოფ სამართალდამცავს სიტყვიერად დაუპირისპირდა და უმოქმედობაში დაადანაშაულა.

https://www.youtube.com/watch?v=UoyN_OPTjG8

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები