ნიუ- იორკში ძლიერი აფეთქება მოხდა

   ნიუ-იორკში ჰარლემის რაიონში 166 ქუჩისა და პარკ ავენიუს კუთხეში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. ,,FOXCT“-ის ინფორმაციით, აფეთქება დილის 09:00 საათზე 116-ე ქუჩისა და პარკ-ავენიუს კუთხეში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია მხოლოდ ერთი ადამიანი. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა აფეთქების მიზეზი. სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, სახლის აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. ნიუ-იორკის ხელისუფლებამ მოითხოვა მეტროს ჩრდილოეთის ხაზის გაჩერება, რადგან ის აფეთქების ადგილს ესაზღვრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები