მაშველებმა ლენტეხში 4 დაკარგული ტურისტი იპოვეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, ლენტეხის რაიონის სოფელ ბენიერში 4 დაკარგული ტურისტი იპოვეს. სააგენტოს ინფორმაციით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება, რომ ჩეხეთის მოქალაქეები გზას ვეღარ განაგრძობდნენ და ითხოვდნენ შველას.

ადგილზე დაუყოვნებლად გავიდნენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ცაგერის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველები.

აღნიშნულ სამაშველო ოპერაციაში დამატებით ჩაერთო სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს 10-კაციანი ჯგუფი. აღნიშნული ღონისძიების შედეგად, ტურისტები უვნებლად გადაიყვანეს უსაფრთხო ადგილზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები