ხმაური ბიუროს სხდომაზე: საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წევრებმა იკამათეს
საპარლამენტო უმცირესობამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ”რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის საქართველოს არაოკუპირებული ტერიტორიების სიღრმეში გადმოწევის თაობაზე” რეზოლუციის პროექტი წარადგინა.
ბიუროზე საკითხის განხილვას დეპუტატებს შორის ხმაური მოჰყვა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია პარლამენტმა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს.
უმრავლესობის დეპუტატები კი აცხადებენ, რომ საკითხზე პარლამენტმა აუცილებლად უნდა იმსჯელოს, თუმცა თემის სირთულიდან გამომდინარე, უნდა მოხდეს საკითხის შეჯერება და საბოლოო გადაწყვეტილების შემდგომში მიღება.
“არავინ არ ეწინააღმდეგება ამ დოკუმენტის განხილვას, მაგრამ დავიცვათ პროცედურები“, -განაცხადა სხომაზე ვიცე-სპიკერმა მანანა კომახიძემ.
კობახიძის საპასუხოდ გიგი წერეთელმა დროის ფაქტორზე გაამაახვილა ყურადღება, რის შემდეგაც კობახიძემ აღნიშნა, რომ “ხარისხი სისწრაფეში არ არის“.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 10 ივლისს, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბანსა და ოკუპირებული ახალგორის სოფელ ორჭოსანში ე.წ. სახელმწიფო საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართეს. გარკვეულ მონაკვეთზე, ბაქო-სუფსის მილსადენის მონაკვეთი – დაახლოებით, 1600 მეტრი საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ მოექცა.